ვალერიან შიუკაშვილმა პირველი გაკვეთილები ფორტეპიანოში 12 წლის ასაკში მიიღო თბილისის ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში, პედაგოგ დოდო ცინცაძის კლასში. სულ მალე მან კონსერვატორიის დიდ დარბაზში მოცარტის 23-ე საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა ორკესტრთან ერთად, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პიანისტს მიაჩნია, რომ 12 წლის ასაკში მოზარდი თავად ირჩევს სპეციალობას და შეგნებულად და სწორად ეუფლება შერჩეულ დარგს.
1992 წელს ვალერიანი მიემგზავრება საკავშირო კონკურსზე რუსეთში, სადაც მას ლაურეატის წოდებას ანიჭებენ, რის შემდეგაც იწვევენ მოსკოვში სკოლა -სტუდია „Юные дарования“ -ში , სადაც 1 წლის განმავლობაში სწავლობს. ამის შემდეგ ვალერიანი აბარებს მოსკოვის ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში და თბილისის მუსიკალური სკოლის პარალელურად იგი სწავლას აგრძელებს მოსკოვში, ნინა მაკაროვას კლასში.
1993 წელს ვალერიანი ხდება საერთაშორისო საქმელმოქმედო პროგრამა „Новые имена“-ს ლაურეატი და წარადგენს ამ საქველმოქმედო ფონდს არაერთ კონცერტზე და ისეთი ადამიანების წინაშე, როგორებიც არიან: მარგარეტ ტეტჩერი, რომის პაპი იოანე პავლე II, სოფი ლორენი, ჯორჯ ბუში, კლაუდია შიფერი, მიხეილ გორბოჩოვი, ედუარ შევარდნაძე, ბორის ელცინი და სხვები. მას აქვს კონცერტები როგორც რუსეთში, ასევე ევროპისა და აზიის ქვეყნებში. ვალერიან შიუკაშვილის სახელი ოქროს ასოებით შედის XXI საუკუნის ვარსკვლავების წიგნში.

1997 წელს სკოლის დამთავრებისთანავე ვალერიანი ბრუნდება საქართველოში და უგამოცდოდ აგრძელებს სწავლას თბილისის კონსერვატორიის რექტორთან, კომპოზიტორ და პიანისტ ნოდარ გაბუნიასთან. ვალერიან შიუკაშვილი აქტიურად იწყებს მონაწილეობას საერთაშორისო კონკურსებში და ღებულობს უმაღლეს ჯილდოებს:

1992 ლაურეატის წოდება საკავშირო კონკურსზე (ვლადიმირი, რუსეთი)
1995 გრან-პრი ბელორუსიის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე (მინსკი, ბელორუსია)
1997 III პრემია და ლაურეატის წოდება თბილისის პიანისტთა I საერთაშორისო კონკურსზე (საქართველო, თბილისი)
1998 გრან-პრი დობრიჩის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი (ბულგარეთი)
1998 I პრემია ისრაელის საერთაშორისო კონკურსი (ბეერ-შევა, ისრაელი)
2000 გრან-პრი მარია იუდინას სახ. პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე (სანტ-პეტერბურგი, რუსეთი)
2001 საქართველოს სახელმწიფო პრემია „წინანდალი“
2004 გრან-პრი ჰელენა სა ე კოშტას სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე (პორტო,პორტუგალია)
2008 საერთაშორისო პრემია „EUTERPE“ (ფრანკფურტი, გერმანია)
2012 გრან-პრი ბადენ-ბადენის საერთაშორისო კონკურსზე (ბადენ-ბადენ, გერმანია)

ნოდარ გაბუნიას გარდაცვალების შემდეგ, 2000 წელს, ვალერიანი აგრძელებს სწავლას პროფესორ ნანა ხუბუტიას კლასში, სადაც წარმატებით ამთავრებს მაგისტრატურას და ასპირანტურას.
24 წლის ასაკში პიანისტს უკვე საკუთარი ეროვნული კონკურსი აქვს, რომელიც ნოდარ გაბუნიას სახელს ატარებს. 2013 წელს კონკურსს საერთაშორისო სტატუსი ენიჭება.
ვალერიან შიუკაშვილს იწვევენ როგორც კონცერტებით, ასევე სხვადასხვა პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებზე ჟიურის წევრად და მასტერკლასების ჩასატარებლად. მას აქვს გამოშვებული 11 CD. 2010 წლიდან იგი არის საქართველოს ხელოვნების აკადემიის დირექტორი და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აარსებს ეროვნულ და საერთაშორისო ფესტივალებს.
ვალერიანი აქტიურად ეწევა ქველმოქმედებას როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ზრუნავს ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებლების პროფესიულ ზრდაზე.
2015 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტი ხსნის მუსიკის აკადემიას, სადაც ვალერიან შიუკაშვილს აკადემიის დირექტორად იწვევენ.


„ძვირფასო კოლეგებო, მინდა მთელი გულით მოგილოცოთ ახალი ქართველი ვარსკვლავის გაჩენა საქართველოში, რომელიც, არ შემეშინდება ამ სიტყვის თქმა, აგრძელებს ქართული პიანიზმის საშემსრულებლო ტრადიციებს, რომლითაც უკვე მრავალი წელია ამაყობს თქვენი ერი მთელ მსოფლიოში. გუშინ, მოსკოვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გვქონდა კონცერტი, სადაც ვალერიანმა შეასრულა მოცარტის კონცერტი რუსეთის სახელმწიფო ორკესტრთან ერთად და მას უდიდესი წარმატება ხვდა წილად. მისი ბგერა ცოცხალი და მოსაუბრეა, მისი ტექნიკა უზადო და ფაქიზი. მადლობა მის პედაგოგებს და კომპანია “არტ იმედს”, რომელმაც ესეთი მუსიკოსი შემოგვთავაზა„
ვერონიკა დუდაროვა
საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი
დირიჟორი

„ვალერიან შიუკაშვილი, რომელსაც მოფერებით ვაკუნას ვეძახით, გამოირჩევა დიდი მუსიკალური შესაძლებლობებით, კარგი ადამიანური თვისებებით. მისი ინტერპრეტაცია ამა თუ იმ ნაწარმოების იმდენად განსხვავდება სხვა პიანისტებისაგან, რომ ერთი შეხედვით შეიძლება საკმაოდ პრეტენზიულად მოგეჩვენოთ, მაგრამ მას აქვს უნარი დააჯეროს და გაამართლოს ის ვერსია, რომელსაც იგი სთავაზობს მსმენელს. ვალერიანი არის უკვე ნამდვილი ვარსკვლავი და მალე, როგორც ახალი პლანეტა, დაიმკვიდრებს თავს საერთაშორისო მუსიკალურ ასპარეზზე.“
ჯანსუღ კახიძე
დირიჟორი

„პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი ერთ-ერთი იმ ახალგაზრდათაგანია, რომელმაც მე ჯერ კიდევ თავის ბავშობაში მომხიბლა. მოგეხსენებათ ბევრი ნიჭიერი ბავშვი სწავლობდა, მაგრამ ის განსაკუთრებული თავისებურებით გამოირჩეოდა. შემდგომში ეს თავისებურება მის სტილისტიკაშიც აისახა, როგორც დიდი პროფესიონალის და მხატვრის. მისი ქცევა სცენაზე არის სადა და ამავედროულად მაღალი არტისტიზმით გაჯერებული. ეს სამწუხაროდ ბოლო ხანებში ძალიან იშვიათად გხვდება ხოლმე. ყოველთვის ვადევნებ თვალს მის სვლას მსოფლიოში და მისი ბიოგრაფია, თუ შეიძლება ითქვას, აღრიცხული მაქვს ჩემთვის. რომანტიკოსი, რომლის შესრულებაშიც, თუ არ მიწყენს, უფრო გერმანული ლიდიდან მოდის მისი მელოდიკა, ვოკალური ესთეტიკის ნიშნებს ვხედავ მის შესრულებაში. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის მიყვარს, როდესაც სიმღერას ვხედავ პიანისტში. ეს თვისება მას ჭარბად აქვს. თავის დროზე დიდ კონსერვატორიებში პიანისტებს სიმღერას ასწავლიდნენ, რაც ვალერიანს ბუნებრივად აქვს და სწორად ეს ქმნის მის ინდივიდუალობას და თავისებურებას, რაც სხვა მუსიკოსებისგან ასხვავებს.“
ნოდარ ანდღულაძე
სახალხო არტისტი

ვალერიან შიუკაშვილს ჩემი დახასიათება არ სჭირდება. ის ნამდვილი შემოქმედია, რომლის კონცერტზე დასწრება დიდი ბერდიერებაა. რასაც ვალერიანი აკეთებს თავის სპეციალობაში, ძალიან დასაფასებელია. ის რომ ასე უვლის საქართველოს მომავალ თაობას, უკაფავს გზას და სწორად გადასცემს იმ ტრადიციებს, რომელიც ქართულ ხელოვნებას ესე ამშვენებს. ამისათვის მას დიდი მადლობა.“
ნანი ბრეგვაძე
სახალხო არტისტი

ДЛЯ МЕНЯ БОЛЬШАЯ РАДОСТЬ НАПИСАТЬ НЕСКОЛЬКО СЛОВ О ЧЕЛОВЕКЕ И МУЗЫКАНТЕ ВАЛЕРИАНЕ ШИУКАШВИЛИ, КОТОРОГО Я ЗНАЮ ОКОЛО 17 ЛЕТ.
ВПЕРВЫЕ Я УСЛЫШАЛА ЕГО НА КОНКУРСЕ ИМЕНИ МАРИИ ЮДИНОЙ В САНКТ – ПЕТЕРБУРГЕ, ГДЕ ЕМУ БЫЛ ПРИСУЖДЕН ЕДИНОГЛАСНО ГРАН ПРИ КОНКУРСА, ПОСЛЕ ЭТОГО ЕЖЕГОДНО ВСЕ ЧЛЕНЫ ЖЮРИ РАЗЛИЧНЫХ КОНКУРСОВ В БОЛГАРИИ, НИДЕРЛАНДАХ И ИЗРАИЛЕ БЫЛИ ПОКОРЕНЫ ТАЛАНТОМ И УДИВИТЕЛЬНЫМ МАСТЕРСТВОМ ЭТОГО ЗАМЕЧАТЕЛЬНОГО МУЗЫКАНТА.
ТОНКОСТЬ, ИЗЯЩЕСТВО, бЛЕСК И ГЛУБИНА ПРОНИКНОВЕНИЯ В СТИЛЬ ХАРАКТЕРИЗУЮТ ВАЛЕРИАНА КАК ЯРКОГО ПРЕДСТАВИТЕЛЯ ПИАНИЗМА ДВАДЦАТЬ ПЕРВОГО ВЕКА, СВОБОДНО ВЛАДЕЮЩЕГО СЕКРЕТАМИ МАСТЕРСТВА И ТРОГАЮЩЕГО СВОЕЙ ИГРОЙ ЛЮБУЮ АУДИТОРИЮ, ЗАРАЖАЮЩЕГО СВОИМ ЭНТУЗИАЗМОМ И РАСКРЫВАЮЩЕГО НОВЫЕ МИРЫ МУЗЫКИ ВСЕМ СЛУШАТЕЛЯМ.
ЕСТЬ ХУДОЖНИКИ С УНИКАЛЬНОЙ ЗВУКОВОЙ ПАЛИТРОЙ , И ВАЛЕРИАН БЕЗУСЛОВНО ОТНОСИТСЯ К ИХ ЧИСЛУ.
ДУМАЮ, У НЕГО ВПЕРЕДИ МНОГО ПЛАНОВ, ИДЕЙ, НАДЕЮСЬ ОН ЕЩЕ ПОРАДУЕТ СВОИХ СЛУШАТЕЛЕЙ ИНТЕРЕСНЫМИ КОНЦЕРТНЫМИ ПРОГРАММАМИ И ДРУГИМИ ТВОРЧЕСКИМИ И ПЕДАГОГИЧЕСКИМИ УСПЕХАМИ.

С УВАЖЕНИЕМ
ТАМАРА ПОДДУБНАЯ
ПРОФЕССОР И ЗАВЕДУЮЩАЯ
КАФЕДРОЙ СПЕЦИАЛЬНОГО ФОРТЕПИАНО
ЛОНГ-АЙЛЕНД КОНСЕРВАТОРИИ НЬЮ-ЙОРКА,
ЗАСЛУЖЕННЫЙ ДЕЯТЕЛЬ ВСЕРОССИЙСКОГО
МУЗЫКАЛЬНОГО ОБЩЕСТВА,
ЛАУРЕАТ ПРЕМИЙ “ЗОЛОТАЯ МУЗА” И
“СВЯТАЯ СОФИЯ” В БОЛГАРИИ

Comments are closed